„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ წარდგენილ ანგარიშს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და ხელისუფლების კრიტიკას ეხება, ტყუილზე დაფუძნებულ დოკუმენტს უწოდებს, მის წარმდგენ ევროპარლამენტარს რასა იუკნევიჩიანეს კი ფაშისტად მოიხსენიებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გუშინ წარდმოდგენილი დოკუმენტ უინტერესოა, რადგან ქვეყნის ობიექტურ რეალობას არ ასახავს და მიზანი ეროვნული ინტერესების დაზიანებაა. ოპოზიცია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ კრიტიკას სრულად იზიარებს. ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, დემოკრატიული უკუსვლა კი ევროკავშირის წევრობის განმსაზღვრელი ყველა პრიორიტეტის მიმართულებით შეინიშნება. ობიექტური რეალობა თუ დეზინფორმაცია, ვინ როგორ უყურებს საკითხს საქართველოში?