იანვარში ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის პლატფორმაზე 86 მლნ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში, ასევე თებერვალში სებ-ს Bmatch-ის პლატფორმაზე შესყიდვა არ განუხორციელებია. გასული წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით კი მთლიანად 2 მილიარდ 432 მილიონ დოლარზე მეტი იყიდა. რაც შეეხება მთლიან რეზერვებს, სებ-მა 2026 წლის იანვარში რეზერვები დაახლოებით 140 მლნ დოლარით, 6 მილიარდ 299 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 2025 წლის დეკემბერში რეზერვების მოცულობა 6 მილიარდ 158 მილიონი დოლარი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი სავალუტო რეზერვები 1 მილიარდ 863 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.