იანვარში თბილისში 2 229 ბინა გაიყიდა, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი კი 1340 დოლარია. „თიბისი კაპიტალი“ წერს, რომ 2026 წელი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის პოზიტიურად დაიწყო. იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9%-იან ზრდას აჩვნებს. ბაზრის მიმოხილვის თანახმად, იანვარში დედაქალაქში 2 229 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 6%-იანი ზრდაა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ზრდა ნაწილობრივ დაბალი საბაზრო ეფექტით არის გამოწვეული.
წლიურად 6%-იან ზრდას აჩვენებს ფასებიც. კერძოდ, საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე იანვარში 1 340 დოლარს გაუტოლდა.
„საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 10 დოლარამდე შემცირდა (-7% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 8.1%-ს გაუტოლდა (-1.1პპ წ/წ). რაც შეეხება ბაზარზე პოტენციურ მიწოდებას, 2026 წლის იანვარში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელმა ფართობმა დაახლოებით 20 000 კვადრატულ მეტრს მიაღწია“