აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი „მეგობარი აქტის“ მსგავსად ვერ განხორციელდება.