აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს - Palitra News

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს

2026-02-26 21:05:08+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მეგობარი აქტის მსგავსად ვერ განხორციელდება.