საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

2026-02-27 09:21:40+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი ძალა ინტერესდება, რა არგუმენტებს დაეყრდნო ბრიტანული მხარე სანქციების დაწესების პროცესში. “ქართული ოცნება” მედიასაშაულებების დასანქცირებას თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად და შიდა პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, სანქციების დაწესების მიზეზი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ასახელებს მათთვის ლოგიკური და მისაღებია. ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება მალე ძალაუფლებას დაკარგავს. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და "POSTV-ს" სანქციები დაუწესა. მიზეზად, რუსული დეზინფორმაციის გავრცელება დასახელდა.