ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გამორიცხავს, უვიზო მიმოსვლა მთლიანად მოსახლეობას შეუჩერდეს თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საკითხს ‘’ქართული ოცნებაც’’ ეხმაურება. მმართველი გუნდი ევროპარლამენტარებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს, ხოლო, მათ მიერ წარდგენილ ანგარიშს, ტყუილებზე დაფუძნებულ დოკუმენტს უწოდებენ. ევროდეპუტატების კრიტიკას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში. ოპონენტები პარტნიორებისგან ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, დემოკრატიული უკუსვლა კი ევროკავშირის წევრობის განმსაზღვრელი ყველა პრიორიტეტის მიმართულებით შეინიშნება.