გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლითონის კონსტრუქციის 5 უნებართვო სანახშირე გამოავლინეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა. ნახშირის უკანონო გამოწვის დროს ჰაერში მომწამვლელი ნივთიერება CO ვრცელდება, რაც მავნეა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.