პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა - Palitra News

პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა

2026-02-27 09:25:46+04:00

პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა.საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვყნა, სადაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობას „ღია ომი“ გამოუცხადა.მანამდე, „თალიბანის“ პრესსპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ მათ პაკისტანის ჯარებს განახლებული თავდასხმებით უპასუხეს - თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა. პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანის“ ოპერაციის შემდეგ მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ოქტომბერში საზღვართან დაკავშირებით არსებული დავის გამო მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.