ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ქმნის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც აკადემიური სწავლება მრავალფეროვან ექსტრაკურიკულარულ აქტივობებთან, ტექნოლოგიურ ინიციატივებთან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროექტებთან არის შერწყმული. სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ლიდერული უნარები და რეალურ ცხოვრებაზე მორგებული კომპეტენციები შეიძინონ.
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო კონფერენციაზე – WIMUN New York 2026, საქართველოს დელეგაციამ უმაღლესი ჯილდო – „საუკეთესო დელეგაციის” წოდება მოიპოვა.
კონფერენციაში მონაწილეობდა 73 ქვეყანა და 1700-ზე მეტი დელეგატი, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო პრესტიჟულსა და მასშტაბურს ხდის. საქართველოსთვის მოპოვებული 20 საერთაშორისო ჯილდოდან 6 სწორედ ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ დელეგატებს, რომლებიც გამოირჩევიან დიპლომატიური კომუნიკაციით, მოლაპარაკების კულტურით, კრიტიკული აზროვნებითა და ლიდერული უნარებით, სწორედ იმ კომპეტენციებით, რომელთა განვითარებაც ბაქსვუდის საგანმანათლებლო ხედვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
დილის გადაცემის სტუმრები არიან:
● ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე
● და საქართველოს დელეგაციის წამყვანი დელეგატი - ბაქსვუდის სკოლის მოსწავლე ნია ჯანჯღავა.
ბაქსვუდი უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად ახორციელებს გაეროს მოდელირების (MUN) პროგრამას და საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია.
WIMUN-ის პროექტი საქართველოში წლების წინ გაეროს ასოციაციასა და ბაქსვუდის სკოლას შორის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. დღეს ეს ინიციატივა უკვე სკოლების ქსელს მოიცავს და წელს საქართველოს დელეგაციას ბაქსვუდის სკოლასთან ერთად საერთაშორისო აკადემია ლოგოსი და გიმნაზია შავნაბადა წარმოადგენდნენ.