25 000-მდე დასრულებული პროექტი და 10 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი – პრემიუმ ავეჯის მწარმოებელი კომპანია Op-Art 19-წლიანი გამოცდილებით - Palitra News

25 000-მდე დასრულებული პროექტი და 10 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი – პრემიუმ ავეჯის მწარმოებელი კომპანია Op-Art 19-წლიანი გამოცდილებით

2026-02-27 10:00:11+04:00

მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ავეჯის მწარმოებელ კომპანია Op-Art-ს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად აქცევს. Op-Art-ის ისტორიაში პირველი გარდატეხა 2021 წელს მოხდა, როდესაც ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა. ამჟამად კი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.