„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს

2026-02-27 12:39:23+04:00

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს. როგორც უკვე ცნობილია, 1-ლი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მიმიდინარეობს.