გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა - Palitra News

გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

2026-02-27 12:42:50+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია