ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს ქმნის - როგორ აპირებს მედიასაშაულება სანქციების მიუხედავად მუშაობის გაგრძელებას - Palitra News

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს ქმნის - როგორ აპირებს მედიასაშაულება სანქციების მიუხედავად მუშაობის გაგრძელებას

2026-02-27 12:26:36+04:00

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს ქმნის - მედიასაშუალება აცხადებს, რომ ეს ერთგვარი პასუხია იმ სანქციებზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ მედიასაშუალებას დაუწესა. როგორც ტელეკომპანია ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, საბანკო მომსახურებაზე მზადყოფნა გამოხატა, თუმცა მედიასაშუალება რისკების დასაზღვევად, სხვა ალტერნატივაზე მუშაობს. გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. განმარტებების მოსასმენად, საგარეო უწყებაში იმყოფებოდა გარეთ უორდიც. საელჩოს ამ დრომდე შეხვედრის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ ელჩისგან არგუმენტები ვერ მოისმინა. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ქართული ოცნებისთვის, თუმცა ოფიციალური ლონდონის მხრიდან დასახელებულ მიზეზს, სადაც ორ მედიასაშულებას რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ, სრულად იზიარებს ოპოზიცია. როგორ აპირებს მედიასაშაულება სანქციების მიუხედავად მუშაობის გაგრძელებას?!