შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ბილატერალურ ფორმატში ჩატარდა და როგორც მიმდინარე უსაფრთხოების ვითარებას, ასევე ომის შემდგომი აღდგენისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ამავდროულად, ჟენევამ ირან-აშშ-ს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდსაც უმასპინძლა, რომელიც არაპირდაპირ ფორმატში ომანელების შუამავლობით წარიმართა.