„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს - Palitra News

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

2026-02-27 14:07:20+04:00

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა 14:00 საათზე დაიწყო. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს.

რა საკითხებზე მსჯელობს მმართველი პარტია უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, განხილვის თემა დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ტელეკომპანიის - „იმედისა“ და POST TV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც იქნება.