„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა - Palitra News

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

2026-02-27 15:29:28+04:00

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.

„მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო“, - მიიჩნევს მმართველი პარტია