ირაკლი კობახიძე - 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ცალმხრივად, თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის ბერკეტებს ვერ ვხედავ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ცალმხრივად, თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის ბერკეტებს ვერ ვხედავ

2026-02-27 15:50:40+04:00

2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით თავად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან - ჩვენ ევროკავშირს დიალოგის განახლებას ვთავაზობთ! ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ! ამის იქეთ ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ ბერკეტებს ვერ ვხედავ, - ასე უპასუხა ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების თემაზე დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ერთადერთი ბერკეტი არის ღია და გამჭვირვალე დისკუსია, რაც უნდა განახლდეს“.

“ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ამას - ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ მათი გადაწყვეტილების განახლებას. 2024 წლის ივნისში მათ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე. თუ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ, ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.