ირაკლი ქადაგიშვილი - ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, თავმოყვარეობა და სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ - ეს არის მთავარი, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი - ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, თავმოყვარეობა და სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ - ეს არის მთავარი, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება

2026-02-27 16:02:04+04:00

"ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესების საკითხი, როგორც ჩანს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის დღის წესრიგის ნაწილია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის დაბრუნებულ წერილობით პასუხში, ურსულა ფონ დერ ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეზღუდვების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებას საკითხზე კონსენსუსის მიუღწევლობა აბრკოლებს. ლაიენი არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც, იმ შემთხვევაში, თუ, როგორც თავად განმარტავს, "ქართული ოცნება" არჩეულ პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის. ამავდროულად, კენჭისყრისთვის მზადდება ანგარიშიც, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადდა. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით შანტაჟი თუ რეალური საფრთხე?! - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ევროპელი პარტნიორების გზავნილებს.