დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად სანქციელებული  „იმედი“ ტელეკომპანიის მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარ ბანკს ქმნის - Palitra News

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად სანქციელებული  „იმედი“ ტელეკომპანიის მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარ ბანკს ქმნის

2026-02-27 21:07:08+04:00

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად სანქციელებული „იმედი“ ტელეკომპანიის მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარ ბანკს ქმნის. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის მიუხედავად , „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. ხელისუფლება სანქციებს ბრიტანული ბიუროკრატიის მხრიდან მედიაზე თავდასხმად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიზანი საკუთარი პროპაგანდის გასატარებლად ოპოზიციის მხარდაჭერაა. ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ცვლილებებს არ გეგმავს, მართალია ამბობს, რომ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში არის ის ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, თუმცა დასძენს, რომ ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ აპირებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, და თუკი ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“.