რამდენიმე კვირაა, რაც ოპოზიცია კონსულტაციების პროცესშია, მუშაობა გრძელდება დოკუმენტზეც, რომელიც ერთობის მომხრეთა ერთიანობის გარანტად უნდა იქცეს. დოკუმენტში საარჩევნო გარემო ცვლილების, ინსტიტუციური რეფორმებისა და ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმების შესახებ პოლიტიკურ სუბიექტთა ხედვები უნდა აისახოს. რა ეტაპზეა განხილვა და იხილავს თუ არა საზოგადოება ერთიან ოპოზიციას ჯერ უცნობია, თუმცა ზოგიერთ ოპოზიციურ ჯგუფს და მმართველ პარტიას ამგვარი ერთობის პერსპექტივის არ სჯერა. დამოუკიდებელ ბრძოლას ირჩევს გახარია საქართველოსთვის გუნდი და პარტია ლელოც. პოლიტიკური ჯგუფების პოზიციით, საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი და ახალი ხედვები სჭირდება.