შედგება თუ არა ოპოზიციის ერთობა და როდის გასაჯაროვდება დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები?! - ხელისუფლების ოპონენტები რამდენიმე კვირაა კონსულტაციების რეჟიმში არიან და როგორც თავად განმარტავენ, სხვადასხვა პარტიებთან და სუბიექტებთან ინტერესების დაახლოებაზე მუშაობენ. ცნობილია რომ ერთობის დოკუმენტი უკვე შემუშავებულია, თუმცა კითხვა, თუ რა კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები საზოგადოების წინაშე - კვლავ უპასუხოა. პარტია ლელო ერთობის იდეას გამოეთიშა. გუნდი დამოუკიდებლად ბრძოლას აანონსებს, თუმცა არც კოლეგებთან კონსულტაციებზე ამბობს უარს. ცნობილია რომ ერთობაში საკუთარ თავს არ განიხილავს, არც გიორგი გახარიას გუნდი. პარტია, წითელ ხაზად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.