სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-02-28 12:57:51+04:00

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.