პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი - Palitra News

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

2026-02-28 12:58:38+04:00

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდები და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.