საგამოძიებო სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა. ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჯუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.