დედაქალაქის ქსელში ავარიების ოპერატიულად აღმოფხვრისათვის „ქოლცენტრი“ და „თელასის“ ტექნიკური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია ვაკისა და მთაწმინდის 70 000 მომხმარებელს არ მიეწოდება.
„ქოლცენტრი“ ლოკალური ავარიებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებისგან და მერიის შესაბამისი
სამსახურებისგან იღებს. 13:00 საათისათვის ტექნიკური სამსახურების მიერ დიღმის რაიონში 300 000 მომხმარებლების, სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონებში კი 28 000 მომხმარებლის ელექტრომომარაგებაა აღდგენილი.
ავარიული რჩება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები - „მთაწმინდა 1“ და „მთაწმინდა 2“, დაზიანების ადგილის დასადგენად ხაზების შემოწმება მიმდინარეობს. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ვაკისა და მთაწმინდის 70 000 მომხმარებელს.
ავარიების ოპერატიულად ლიკვიდაციისათვის „თელასის“ ტექნიკური სამსახურები 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე არიან გადასულები.
ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისათვის დღის განმავლობაში, ეტაპობრივად, ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.