„ლომის ღრიალი“-ს სახელით წოდებული ოპერაცია ისრაელმა და აშშ-მა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს - Palitra News

„ლომის ღრიალი“-ს სახელით წოდებული ოპერაცია ისრაელმა და აშშ-მა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს

2026-02-28 15:16:05+04:00

„ლომის ღრიალი“-ს სახელით წოდებული ოპერაცია ისრაელმა და აშშ-მა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიზეზად ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრას ასახელებს. თეირანის ცენტრში უკვე რამდენიმე აფეთქებაც იყო. აშშ საჰაერო დარტყმების გაგრძელებას აანონსებს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. იერიშს საპასუხო დარტყმებით პასუხობს ირანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.