თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა და უსამართლო გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის დასანქცირებას - Palitra News

თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა და უსამართლო გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის დასანქცირებას

2026-02-28 15:17:06+04:00

თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა და უსამართლო გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის დასანქცირებას. მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული. მმართველი გუნდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩს ადანაშაულებს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობისა, ქართული ოცნება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება. ოპოზიცია არ გამორიცხავს მედიასაშაულებების შემდეგ, სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს დაუწესდეთ. ტელეკომპანია იმედი კი სანქციების საპასუხოდ, ახალი “იმედის ბანკის” შექმნას აანონსებს.