პირველ კლასში ჩარიცხვის ასაკის თაობაზე, მშობლები პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას მოითხოვენ. ზოგადი განათლების კანონში" შესული ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლემა განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ცვლილები, რომლის თანახმად, პირველ კლასში ბავშვის ჩარიცხვის წინაპირობად 6 წელი განისაზღვრა, ბავშვის განათლების უფლებას ლახავს, რადგან მათი შვილები განვითარების უკვე გავლილ ეტაპზე რჩებიან, რაც გამოიწვევს სწავლის მოტივის გამოცლასა და სწავლის ინტერესის დაკარგვას.