აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციასAssociated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს.
ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.