CNN - დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა - Palitra News

CNN - დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა

2026-02-28 18:12:56+04:00

დუბაიში ხუთი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN -ის ჟურნალისტების ცნობით, დუბაიში აფეთქებების ხმა გაისმა.

გამოცემა ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უცნობია, აფეთქებები ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მათი ჩამოგდების შედეგად.