ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ მწვავეა - აშშ-მა და ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყეს, რასაც საპასუხო რეაქციებიც მოჰყვა. თეირანის ცენტრში აფეთქებებს, ირანის მხრიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები მოჰყვა. ხუთი აფეთქება დაფიქსირდა დუბაიშიც. ისრაელის მედია იუწყება, რომ დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაციები, რომლის თანახმად, განადგურებულია აიათოლა ხამენეის რეზიდენცია, ხოლო უზენაესი ლიდერი - ლიკვიდირებული. ჰამენეის გარდაცვალების შესახებ ცნობებს უარყოფს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი