შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - Palitra News

შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

2026-02-28 20:01:58+04:00

შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა?! - საკითხი ევროპარალმენტის ანგარიშმა და ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილმა, კვლავ გააქტიურა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს რომ ქართული ოცნების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გამორიცხული არ არის. საფრთხეები რეალურია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირი ახალ შეზღუდვებს აამოქმედებს. ის რაც რეალური საფრთხეა ოპოზიციისთვის, ევროკავშირის ხელთ, შანტაჟის მექანიზმია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნება ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.