ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების თემა კვლავ აქტუალურია, თუმცა ერთიან პოზიციამდე შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება - Palitra News

ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების თემა კვლავ აქტუალურია, თუმცა ერთიან პოზიციამდე შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

2026-02-28 20:02:49+04:00

ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების თემა კვლავ აქტუალურია, თუმცა ერთიან პოზიციამდე შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, აუცილებელია ფართო კოორდინაცია და ერთიანი ფრონტი. თუმცა ყველა ოპოზიციური სუბიექტი ამ მიდგომას არ იზიარებს. პარტია გახარია საქართველოსთვის გუნდი და პარტია ლელო საერთო ბლოკში გაერთიანებას არ გეგმავენ და ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებენ. მათი არგუმენტია, რომ ამომრჩეველს სჭირდება მკაფიო, ალტერნატიული პოლიტიკური არჩევანი და არა სხვადასხვა ძალის ფორმალური გაერთიანება. ქართული ოცნება კვლავაც კრიტიკულია ოპოზიციის შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით.