Reuters - ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა - Palitra News

Reuters - ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა

2026-02-28 20:20:06+04:00

ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“.

ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.