ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ირანში 30 ობიექტი დაბომბეს - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს ირანში 30 ობიექტი დაბომბეს

2026-03-01 12:15:37+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს.„დარტყმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმის სამიზნეები და სამხედრო სამეთაურო ცენტრები იყო“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.