თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშების შედეგებს ზეიმობენ. “ბედნიერები ვართ, მადლობა ტრამპს, მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუს”,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.