დღეს, პარლამენტში პირველი მოსმენით იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე - Palitra News

დღეს, პარლამენტში პირველი მოსმენით იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

2026-03-02 09:19:29+04:00

დღესვე პარლამენტში პირველი მოსმენით იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტითვე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურებიც. ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება. ხელისუფლების ოპონენტენტთა შეფასებით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესდება. მათი განცხადებით, ის ფაქტი რომ საერთაშორის დამკვირვებელს აღარ შეეძლება ქართველი კანონისმცოდნე დამკვირვებლის დაქირავება, ეს საარჩევნო პროცესის გამჭირვალობას შეუქმნის საფრთხეს. მმართველ პარტიაში კი ცვლილებების საჭიროებას საერთაშორისო პრაქტიკით ხსნიან.