ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო

2026-03-02 09:21:05+04:00

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. პროცესში აქტიურად არის ჩართული აშშ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების მხარდამჭერ განცხადებებსა და სამხედრო ნაბიჯებს აფიქსირებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კონფლიქტის დასაწყისი უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ურთიერთსარაკეტო და უპილოტო იერიშები განხორციელდა. იერიშს სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მოჰყვა. ირანი აცხადებს, რომ მზად არის საპასუხო ნაბიჯებისთვის, ხოლო ისრაელი და აშშ მიზნების მიღწევამდე უკან დახევას არ აპირებენ. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, თუმცა რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი კვლავ მაღალია.