კაფე "პიატოში" ლაშა ტუღუშის წიგნის წარდგენა გაიმართა - Palitra News

კაფე "პიატოში" ლაშა ტუღუშის წიგნის წარდგენა გაიმართა

2026-03-02 10:13:05+04:00

კაფე "პიატოში" ლაშა ტუღუშის წიგნის წარდგენა გაიმართა. მისი ახალი რომანი „ტკივილგამაყუჩებლის ზონა“ გვიჩვენებს რეალობას, სადაც მარტოობა არა შემთხვევითი შეცდომა, არამედ ზედმიწევნით მოწყობილი სისტემაა. ეს არის სივრცე, სადაც ეკლესია, სახელმწიფო, კრიმინალური სამყარო და ჩვენი კოლექტიური დუმილი ერთიანდება, რათა ინდივიდი საკუთარ ტრაგედიასთან პირისპირ დატოვოს.

ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა . მკითხველს საშუალება ჰქონდა პირადად გასაუბრებოდა ავტორს. პრეზენტაციის შემდეგ ავტორმა ავტოგრაფებიც დაარიგა.