როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა - Palitra News

როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა

2026-03-02 12:42:26+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურას რამდენიმე მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, დაზარალებული სპეცრაზმელი და გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. პროცესს არ ესწრება ზურაბ ჭავჭანიძე, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა. ასევე სასამართლოში არ გამოცხადებულა გიორგი ქორქია.