ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში

2026-03-02 12:04:43+04:00

ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების შედეგად ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია. უცხოური მედიები იუწყებიან, რომ დუბაიში, დოჰასა და მანამაში, ასევე იერუსალიმში დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, თეირანი მესამე დღეა ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმებს განაგრძობს. თავის მხრივ ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, რის გამოც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კონფლიქტის დასაწყისი უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. ირანი აცხადებს, რომ მზად არის საპასუხო ნაბიჯებისთვის, ხოლო ისრაელი და აშშ მიზნების მიღწევამდე უკან დახევას არ აპირებენ. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, თუმცა რეგიონში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი კვლავ მაღალია.