დიმიტრი პესკოვი - მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან

2026-03-02 14:11:43+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ირანის ხელმძღვანელობასთან.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან და განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ირანზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი სიტუაციას აანალიზებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ სიტუაციას და ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა დასკვნები გააკეთა მოსკოვმა ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ ომის გზის არჩევის შემდეგ.