ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას გამართავს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას გამართავს

2026-03-02 14:34:27+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას გამართავს.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები დეკემბრიდან მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების დეტალებს საზოგადოებას შეხვედრის შემდეგ გააცნობენ.