ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ სარაკეტო იერიშები მიიტანეს თელ-ავივში სამთავრობო კომპლექსზე, ასევე ხაიფაში უსაფრთხოებისა და სამხედრო ცენტრებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმზე - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში - Palitra News

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ სარაკეტო იერიშები მიიტანეს თელ-ავივში სამთავრობო კომპლექსზე, ასევე ხაიფაში უსაფრთხოებისა და სამხედრო ცენტრებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმზე - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

2026-03-02 15:40:13+04:00

„ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად მიიღეს. თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ სარაკეტო იერიშები მიიტანეს თელ-ავივში სამთავრობო კომპლექსზე, ასევე ხაიფაში უსაფრთხოებისა და სამხედრო ცენტრებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმზე. რაც შეეხება კვიპროსში, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმას, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვიპროსში მდებარე სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზიდან პერსონალის ოჯახები გაჰყავთ, მას შემდეგ, რაც ის წუხელ, სავარაუდოდ, ირანული დრონის დარტყმის სამიზნე გახდა. რა ხდება ახლო აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტის შედეგად?