იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით “გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. გათვალისწინებულია მათ შორის პატიმრობა 6-დან 9 წლამდე. საკანონდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტიციური წყობილების წინააღმდეგ”. მუხლი საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდებების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.