რას ემსახურება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების "იმედისა" და "პოს ტვ"-ის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები? მართალია, თავად გაერთიანებულმა სამეფომ მიზეზად რუსული დეზინფორმაციის გავრცელება დაასახელა, რასაც ოპოზიცია სრულად იზიარებს, თუმცა ხელისუფლება ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და გადაწყვეტილების მიღმა, მათ შორის, სატელევიზიო დებატების ჩაშლის საფუძველს ხედავს. ისინი დიდ ბრიტანეთს მედის თავცისუფლების ხელფოფაში ადანაშაულებენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ოპონენტების შეფასებით, ორივე ტელეარხი მმართველი გუნდის პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებს, შესაბამისად, სანქციები სრულიად ლოგიკური და სამართლიანია. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?