საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
„ძალის გამოყენებამ მხოლოდ (გაეროს) უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგენით შეიძლება მოიპოვოს საჭირო ლეგიტიმურობა“, - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს.
ირანმა, აშშ-ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ირანმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის ბაზებია.
დღეს სპარსეთის ყურის რეგიონში ახალი დარტყმები განხორციელდა, მათ შორის ქალაქებზე: დუბაიზე, დოჰასა და მანამაზე.