ოპოზიციური პარტიების ნაწილი საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას მართავს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას მართავს

2026-03-02 18:35:39+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას მართავს.

შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერ ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტიები ხელს მოაწერენ ე.წ. „ერთობის დოკუმენტს“. დოკუმენტის შინაარსსა და სამოქმედო გეგმაზე პარტიების წარმომადგენლები შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყო და, სავარაუდოდ, დაახლოებით 20:00 საათზე დასრულდება.