თამარ ჩერგოლეიშვილი - „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე - ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა - Palitra News

თამარ ჩერგოლეიშვილი - „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე - ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა

2026-03-02 20:48:43+04:00

ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ოპოზიციის ალიანსი“ გაფორმდა.

კითხვაზე, „ლელო“ რატომ არ არის ოპოზიციური პარტიების ალიანსში, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოც“ და სხვა პარტიებიც აუცილებლად შეუერთდება „ოპოზიციის ალიანსს“, რადგან „ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“.

„ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად.

ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს ა რის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს.

ძალიან დიდი ელექტორატი გვყავს, ჩვენ გამოვუთხრით ძირს „ქართულ ოცნებას“.

(„ლელო“) შემოგვიერთდება, ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა.

აქამდე არ ვიყავით ერთიანები იმიტომ, რომ შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს!“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.